მინო რაიოლა: ამიტომ არ გადავიდა დე ლიხტი "ბარსელონაში"

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ კომენტარი გააკეთა იმ დეტალების შესახებ, რის გამოც მატიას დე ლიხტი "იუვენტუსში" გადავიდა და არა "ბარსელონაში".

"ბევრი ნიდერლანდელისთვის "ბარსელონა" არა უცხოური, არამედ მათი ქვეყნის გუნდია. მატიასიც იქ უნდა წასულიყო, თუმცა არა ისე, რომ ეს შეურაცხყოფა ყოფილიყო.

"ბარსელონაში" ჩათვალეს, რომ საქმე უკვე დასრულებული იყო. დე ლიხტი დე იონგივით ნიდერლანდელია. თუ ის გადადიოდა მათთან "აიაქსიდან", მატიასიც გადავიდოდა. თუმცა კლუბმა სანდო მიზეზები ვერ დაასახელა, თუ რატომ სურდა დე ლიხტის შეძენა.

მას "იუვენტუსში" გადასვლა 1 წლით ადრეც შეეძლო, თუმცა "აიაქსში" მისი
დარჩენა სურდათ. ეს მისი პირველი არჩევანი იყო და ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, მისი შეძენით "ბარსა" და პსჟ იყვნენ დაინტერესებულნი", - განაცხადა რაიოლამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altდე ლიხტზე ხელით თამაშისთვის პენალტი არ დანიშნეს და შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული