
"მილანის" ფეხბურთელმა სუსომ შესაძლოა კლუბი იანვარში დატოვოს.
"როსონერი" იმედგაცრუებულია 26 წლის ესპანელის თამაშით და ის ტრანსფერზე დააყენა, - იტყობინება Tuttosport-ი.
სუსოს კონტრაქტი "მილანთან" 2022 წლის ივნისამდე მოქმედებს. იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელი "ლივერპულისგან" 5 წლის წინ 1.3 მლნ ევროდ შეიძინა.