Rac1: ხავი შესაძლოა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ, რომელიც ამჟამად ყატარის "ალ-სადის" მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე ერნესტო ვალვერდე შეცვალოს, - იტყობინება რადიოსადგური Rac1.

წყაროს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოსთან" (2:3) ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ "ბარსელონას" გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ხავის შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.

39 წლის ხავი "ბარსელონას" აღზრდილია და მთელი ევროპული კარიერა ესპანურ გუნდში გაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული