სკანდალი ესპანეთში - ლა ლიგის კლუბის ექსმდივანმა მატჩების ჩაწყობა აღიარა

AutoSharing Option
პამპლონის "ოსასუნას" ყოფილმა მდივანმა ანხელ ვისკაიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი ყოფილი კლუბი გარიგებულ მატჩებში იღებდა მონაწილეობას.

კონკრეტულად კი, 2012/13 და 2013/14 წლების სეზონში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა "ოსასუნამ" "ხეტაფეს", "ბეტისსა" და "ესპანიოლს" გადაუხადა თანხა.

საქმე 11 ადამიანის წინააღმდეგ არის გახსნილი. მათგან 6 "ოსასუნას" ხელმძღვანელობის ყოფილი წარმომადგენელია, 3 - "ბეტისის" ყოფილი მოთამაშე და პლუს, ორი აგენტი, რომლებიც გარიგების ორგანიზებაში იყვნენ ჩაბმულნი.

ვისკაის სიტყვებით, "ოსასუნამ" "ხეტაფეს" ნაღდი ფულის სახით 400 000 ევრო გადაუხადა გამარჯვების სანაცვლოდ, "ბეტისს" კი - 250 000 ევრო. ამდენივე
თანხა გადაუხადეს "ესპანიოლს" პამპლონებმა ფრეს სანაცვლოდ.

150 000-150 000 ევრო "ოსასუნამ" "ვალიადოლიდსა" და "ბეტისს" გადაუხადა, პირველს - "დეპორტივოსთან" გამარჯვების სანაცვლოდ, ხოლო მეორეს - "სელტასთან" მოგებისათვის. "დეპორტივო" და "სელტა" გავარდნის კანდიდატები იყვნენ "ოსასუნასთან" ერთად.

ვისკაიმ ხელი "ბეტისის" 3 ფეხბურთელს დაადო: ხორდი ფიგეირასს, ხავი ტორესსა და ანტონიო ამაიას. "ოსასუნას" ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ის ფეხბურთელებს ავტოფარეხში შეხვდა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული