გუტი: ერთადერთი ფანტასტიკური ფეხბურთელი ვიცი - მესი

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გუტი ამჟამად "ალმერიას" მწვრთნელია და "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი სტაბილურად და ფანტასტიკურად თამაშისთვის შეაქო.

"მე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვიცი, რომელიც ყოველ მატჩში ფანტასტიკურია. ეს მესია. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გადის, რაღაც ხდება. სხვა ფეხბურთელებს აქვთ აღმაფრენისა და ჩავარდნების პერიოდები", - განუცხადა გუტიმ "ა ბოლას".

მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, კონტრაქტი კი "ბარსასთან" მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ალმერია" 24 ტურის შემდეგ 45 ქულით სეგუნდა დივიზიონის ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული