30 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა "ლეგანესი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა (საგოლე გადაცემაც გააკეთა) და კატალონიურ გუნდში ყველა ტურნირზე მე-500 გამარჯვება მოიპოვა - "ბარსელონაში" 710 მატჩში 622 გოლი გაიტანა.
ამას გარდა, ლეომ ესპანურ ტურნირებზე (ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი) 500 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 43 216 მაყურებელი
ბარსელონა - ლეგანესი 5:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (4), 2:0 ლანგლე (27), 3:0 მესი (59), 4:0 არტური (77), 5:0 მესი (89)