ფენომენალური მესის 500-იანები - "ბარსელონამ" "ლეგანესი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა "ლეგანესი" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბარსას" კაპიტანმა ლეო მესიმ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა (საგოლე გადაცემაც გააკეთა) და კატალონიურ გუნდში ყველა ტურნირზე მე-500 გამარჯვება მოიპოვა - "ბარსელონაში" 710 მატჩში 622 გოლი გაიტანა.

ამას გარდა, ლეომ ესპანურ ტურნირებზე (ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი) 500 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 43 216 მაყურებელი
ბარსელონა - ლეგანესი 5:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (4), 2:0 ლანგლე (27), 3:0 მესი (59), 4:0 არტური (77), 5:0 მესი (89)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ლეო ბარსას სიამაყე ხარ! შენნაირი ფეხბურთელი აღარ განმეორდება მეორე. სეზონის დასაწყისში ის სამი თვე, რომ არ დაგეკარგა ტრავმის გამო,ვინ ლევანდოვსკი ვინ სხვები გაგისწრებდნენ ბურთების გატანის რაოდენობაში? ძალიან გვეამაყები და გვიყვარხარ გენიოსო.
2
ლეო გენაცვალე, მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!
ელგუჯა
17:03 31-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული