"ბარსელონამ" ფორვარდი თვითმფრინავიდან მოაბრუნა - მიზეზი კორონავირუსია?!

AutoSharing Option
"ბარსელონა" ამ ზამთარს "ბეიცზინ გუოანის" თავდამსხმელ სედრიკ ბაკამბუს ტრანსფერით იყო დაინტერესებული და მისი შეძენა სუარესის ტრავმის გამო სურდა.

კონგოელი ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოსაწერად უკვე ესპანეთში მიფრინავდა, მას შემდეგ, რაც "ბარსას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ფეხბურთელის აგენტსაც შეუთანხმდა და კლუბმაც ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ბაკამბუ ჰონგ-კონგში უნდა გადამჯდარიყო, სადაც სეულიდან მიფრინავდა აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ.

თუმცა თავდამსხმელი ბარსელონას რეისზე მაინც ვერ ავიდა, რადგან აბიდალმა შეატყობინა და უთხრა, რომ "ბარსამ" მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა. საბოლოოდ, ფეხბურთელი თავის კლუბს დაუბრუნდა.

თავად ბაკამბუმ
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და "ტვიტერზე" იხუმრა კიდეც:

"ჰეი, Transfermarkt, თუ შეიძლება ჩემი ტრანსფერების ისტორიაში ჩაწერეთ "თითქმის ბარსელონა"!

ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენ არის მიმართული. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. სხვა დროს შევხვდებით, ანტუან გრიზმან", - დაწერა ფეხბურთელმა.

უცნობია, კატალონიური კლუბის გადაწყვეტილება განპირობებულია თუ არა ჩინეთში არსებული კორონავირუსის ეპიდემიით, თუმცა რამდენიმე გამოცემამ მიზეზად სწორედ დაავადება გამოაცხადა.

მომზადებულია Catalunya Ràdio-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთ კაცზე აწყობილი გუნდი მაშინ ამართლებს როცა ისეთი ლიდერები გყავს როგორებიც პელე ან მარადონაა.მესი ვერ ქაჩავს ამიტომაც არის ბარსა და არგენტინა მნიშვნელოვანს ვერაფერს რომ ვერ იგებს.
ასეა ეს
12:17 31-01-2020
30
თუ ვტყუი იქნებ მითხრათ მას შემდეგ რაც ხავი და ინიესტა წავიდნენ რა მოიგო ბარსამ.არგენტინაზე ლაპარაკიც არ არის სრული ჩავარდნა.
ასეა ეს
13:57 31-01-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული