ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ", შესაძლოა, ჩინეთიდან ბელგიელი ნახევარმცველი იანიკ კარასკო გადმოიყვანოს, თუ კავანის ტრანსფერი ვერ შედგება.
როგორც მოგეხსენებათ, "დალიან იფანის" ფეხბურთელი კარასკო 2015-18 წლებში მადრიდელთა რიგებში თამაშობდა და 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალს" გაუტანა გოლი.
წყაროს მიხედვით, კარასკო უკვე მადრიდშია და თუ კავანის ტრანსფერი წარუმატებლად დასრულდება, ბელგიელი "ატლეტიკოსთან" კონტრაქტზე მოაწერს ხელს.
მადრიდული კატასტროფა - "ატლეტიკომ" მესამე დივიზიონის გუნდის ისტორია შექმნა [VIDEO]
მადრიდის "ატლეტიკო" მზადაა ედინსონ კავანის სანაცვლოდ 15 მლნ ევრო გადაიხადოს