"ბარსელონამ" 31 მლნ ევროდ პორტუგალიელი შეიძინა, რომელსაც "ახალ კრიშტიანოს" ეძახიან

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ბრაგის" თავდამსხმელის, ფრანცისკო ტრინკაუს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

20 წლის ფორვარდი სეზონს პორტუგალიაში დაასრულებს და ესპანურ კლუბს პირველ ივლისს შეუერთდება. ტრანსფერის თანხად 31 მლნ ევრო სახელდება.

ფეხბურთელთან კონტრაქტი კი 2025 წლამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში გაწერილია პუნქტი, რომლის მიხედვით, ტრინკაუს გამოსყიდვა მსურველს მინიმუმ 500 მლნ ევროდ შეეძლება.

ტრინკაოს ტრანსფერი პორტუგალიური კლუბის ისტორიაში რეკორდული გახდა.

პრესაში ტრინკაოს პერიოდულად "ახალ კრიშტიანო რონალდოდ" მოიხსენიებენ. 2018 წელს ფეხბურთელმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვეტაძეს ის პრობლემა არ შექმნოდა რომელიც შეექმნა, დღეს ალბათ ბარსელონაში არა, და არც 31 მლნ ევროდ, მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ სხვა დონის ჩემპიონატში, სხვა დონის კლუბში იქნებოდა და საფეხბურთო სამყაროც მასზე სულ სხვა ტონით ილაპარაკებდა. იმედი მაქვს რომ გიორგი ყველა ამ სიძნელეს დაძლევს, საბოლოოდ ჩადგება ფორმაში და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მისთვის ეხლა იწყება და ყველაფერი საუკეთესო სპორტულ კარიერაში საკუთარი თავის, ოჯახის და სამშბლოს სასახელებლად წინ აქვს!!! წარმატებები მინდა ვუსურვო და რაც შეიძლება ნაკლებტრავმიანობა!!!
სოხუმელი ვეტერანი
17:04 31-01-2020
1
ხოო ახლა რეალი შეიძენს არგენტინელს, რომელსაც ახალ მესის ეძახიან.დდდდდ ეჰ ასე მალ-მალე, რომ იბადებოდეს ახალი მესები და რონალდუები თან იგივე ქვეყნებში რაღა გვიჭირს მაშინ.დდდ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული