"ანჟის" ყოფილი და ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი ნახევარმცველი ესპანეთში, კერძოდ კი კატალონიის "ბარსელონაში" ზაფხულში გადავა.
31 წლის ბრაზილიელ ვილიანს კონტრაქტი "ჩელსისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და შესაბამისად ის თავისუფალი აგენტი ხდება. გამომდინარე აქედან კატალონიური გრანდი მას უფასოდ დაიმატებს. "ბარსელონამ" და ვილიანის აგენტმა შეთანხმებას სირთულეების გარეშე მიაღწიეს.
მიმდინარე სეზონში ვილიანმა "ჩელსის" მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ასევე მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა.