ვილიანი: რონალდინიო მესისა და რონალდოზე უკეთესი იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ვილიანმა განაცხადა, რომ რონალდინიოს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. მისი აზრით, ბრაზილიელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა.

"რონალდინიო საუკეთესო იყო. მესისა და რონალდოზე უკეთესი? მათ ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ რასაც რონალდინიო აკეთებდა, მშვენიერი იყო. ის ბრწყინავდა მოედანზე და გოლებიც გაჰქონდა. იმავე დონეზე რომ გაეგრძელებინა კიდევ რამდენიმე წელი თამაში, მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა კიდევ გარკვეული პერიოდი. რონალდინიო ჩემი კუმირი იყო", - თქვა ვილიანმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
როლანდინიოს თამაში მეც არ მინახია, მაგრამ სამაგიეროდ მესის თამაშს რასაც ვუყურებ ბოლო ხანი, ყველაზე მაგარი ფეხბურთელია.
თემო
12:39 02-02-2020
0
კი ბატონო რონი მართლაც საოცრად თამაშობდა და დაიპყრო მთელი საფეხბურთო სამყარო მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ სამი წელი.რაც შეეხება მესი რონალდოს ისინი უკვე თხუთმეტი წელია მაღალ დონეზე ესპარეზობენ და სწორედ ესაა პროფესიონალიზმი ვილიან
თემური
22:40 14-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული