"რეალმა" გაიმარჯვა - "ატლეტიკო" პენალტის არდანიშვნის გამო უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, პრემიერლიგის 22-ე ტურში "რეალმა" "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა.

გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა - მან "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველად დალაშქრა "ატლეტიკოს" კარი.

"რეალი" 49 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი "ბარსელონა" 6 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც 2 თებერვალს "ლევანტეს" მასპინძლობს და 9 თებერვალს გასვლაზე "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

"რეალმა" პრიმერას 22 ტურში 13 გოლი გაუშვა, რაც კლუბის რეკორდია.

ნამატჩევს "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკო სერესომ განაცხადა, რომ 32-ე წუთზე კაზემირომ საკუთარ საჯარიმოში მათი გუნდის თავდამსხმელი ალვარო მორატა ხელით წააქცია, მსაჯმა ხავიერ ესტრადა ფერნანდესმა კი პენალტი არ დანიშნა და
ვიდეოგამეორება იმისათვის არსებობს, რათა მომენტი გადაამოწმონ.

მადრიდი. "სანიაგო ბერნაბეუ". 77 223 მაყურებელი
რეალი - ატლეტიკო 1:0
გოლი: ბენზემა (56)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული