17 წლის ფატის დუბლი 100 წამში - "ბარსელონამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს, ლა ლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში, "ბარსელონამ" სახლში "ლევანტეს" 2:1 მოუგო.

პირველ ტაიმში ანსუ ფატიმ მესის პასებით 100 წამში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ესპანეთის ჩემპიონატში დუბლის შემსრულებელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - ის 17 წლის და 94 დღისაა.

მესი 8 საგოლე გადაცემით მიმდინარე სეზონში ტურნირის საუკეთესო ასისტენტი და 14 გოლით ბომბარდირია.

"ბარსელონა" 46 ქულით მეორე ადგილზეა, "რეალს" 3 ქულით ჩამორჩება და 10 თებერვალს სევილიაში "ბეტისს" შეხვდება.

რაც კიკე სეტიენი ჩაუდგა სათავეში, "ბარსამ" 5-დან 4 მატჩი მოიგო.

ბარსელონა.
"ნოუ კამპი". 60 295 მაყურებელი
ბარსელონა - ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 ფატი (30), 2:0 ფატი (31), 2:1 როჩინა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესიმ რა პასები გაუკეთა ფატის? მაგარი მინდვრის ხედვა აქვს ლეოს! ფატი ყოჩაღ კარგი ბურთები გაიტანე. ისე მესის ეტყობა რაღაც ხასიათზე ვერ არის. (მისი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, ხასიათის კაცია)
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული