ESPN: მესიც ტრავმირებულია - "ბარსელონა" კატასტროფის წინაშე!

AutoSharing Option
"ბარსელონა" ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა

ESPN-ის ცნობით, "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის რამდენიმე კვირაა ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ მაინც თამაშობს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მესის უჭირს ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით ვარჯიში, რადგან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ლიონელი 7 თებერვალს, თასზე "ბილბაოსთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა კლუბის სამედიცინო შტაბი მას აკვირდება და არ არის გამორიცხული, თამაშის ნება არ დართოს.

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ კატალონიურ გუნდს ამ სეზონში ტრავმირებული თავდამსხმელები ლუის სუარესი და უსმან დემბელე ვერ დაეხმარებიან.

სეტიენმა თქვა, რომ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კარგი ფორვარდი ვერ მოიძიეს და მის ხელთ არსებული კადრებით მოუწევს გასვლა, რასაც მიჩვეულია.

"ბარსას" ამჟამად სამი თავდამსხმელი ჰყავს მწყობრში: მესი, 17 წლის ფატი და ანტუან გრიზმანი, რომელიც ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეო! ჩვენო საყვარელო გენიოსო, იმედია არ დაგვაღალატებ და ისევ გაგვახარებ, გისურვებთ მწყობრში ჩადგომას, შენი ქომაგების გულის გასახარად. წელს სულ უტიტულოდ,რომ დარჩეთ ობიექტური მიზეზების და გამო, ჩემთვის და უამრავი შენი ქომაგებისთვის, შენ ყოველთვის იქნები ნომერი პირველი ფეხბურთელი!
ნონა
13:27 05-02-2020
2
რაც არ გერგება არ შეგერგება,მეექვსე ოქროს ბურთის კარმაა ეს,ლეობატონო :)
angel
11:29 05-02-2020
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული