ESPN-ის ცნობით, "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის რამდენიმე კვირაა ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ მაინც თამაშობს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ მესის უჭირს ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით ვარჯიში, რადგან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევს. მიუხედავად ამისა, ლიონელი 7 თებერვალს, თასზე "ბილბაოსთან" შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა კლუბის სამედიცინო შტაბი მას აკვირდება და არ არის გამორიცხული, თამაშის ნება არ დართოს.
ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ კატალონიურ გუნდს ამ სეზონში ტრავმირებული თავდამსხმელები ლუის სუარესი და უსმან დემბელე ვერ დაეხმარებიან.
სეტიენმა თქვა, რომ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კარგი ფორვარდი ვერ მოიძიეს და მის ხელთ არსებული კადრებით მოუწევს გასვლა, რასაც მიჩვეულია.
"ბარსას" ამჟამად სამი თავდამსხმელი ჰყავს მწყობრში: მესი, 17 წლის ფატი და ანტუან გრიზმანი, რომელიც ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს.
რაც შეეხება მესის იმედია სერიოზული არაფერია