სეგუნდა დივიზიონის 26-ე ტურში "დეპორტივომ" 2:1 დაამარცხა "ლას პალმასი" და ლა კორუნიას "რიასორის" სტადიონზე ანტიესპანური სკანდირება და სიმღერები გაისმოდა.
კატალონიასა და ბასკეთში ასეთი რამ გასაკვირი არ არის, მაგრამ გალისიაში პირველად მოხდა.
COPE-ს ცნობით, გულშემტკივრები სკანდირებდნენ და მღეროდნენ: "როგორი ბოზია ესპანეთი, ლა, ლა, ლა".
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაგმო "დეპორტივოს" ფანების სეპარატისტული საქციელი, მაგრამ უცნობია, დასჯის თუ არა კლუბს.