პრიმერას 35-ე ტურში "ბარსელონამ" ლა კორუნიაში 4:2 დაამარცხა "დეპორტივო" და ვადამდე გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
"ბარსამ" ოცდამეხუთედ მოიგო ლა ლიგა (რეალს 33-ჯერ აქვს მოგებული), უკანასკნელ 4 წელიწადში მესამედ გაიფორმა ოქროს დუბლი, "დეპორტივო" კი სეგუნდადივიზიონში გავარდა.
ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი კი კოუტინიომ გაიტანა.
მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაზე 7 სეზონში 30 და მეტი გოლი გაიტანა. ლიონელმა მიმდინარე ჩემპიონატზე 32 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცისათვის ბრძოლაში მოჰამედ სალაჰს (31 გოლი) გაასწრო.
ანდრეს ინიესტა და მესი ესპანეთის ცხრაგზის ჩემპიონები გახდნენ. ისინი ამ მაჩვენებლით რეკორდსმენები არიან. 8-ჯერ აქვს მოგებული პრიმერა ხავის.
ასულგრანას ლა ლიგაზე წაუგებელმა სერიამ 41 მატჩი შეადგინა. ჩემპიონატი დაუმარცხებლად მხოლოდ ორმა გუნდმა დაასრულა - 30-იან წლებში "ბილბაომ" და "რეალმა", როდესაც პირველობა 18-ტურიანი იყო.
00:33 30-04-2018
ლეო მესის ჰეთ თრიკით "ბარსელონამ" "დეპორტივოს" სძლია და ლა ლიგა მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
madridelebo miesalmet espanetis chempionebs
16
8
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული