პიკე: პოზიტიური ფაქტები წაგების შემდეგაც უნდა აღვნიშნოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის თასიდან გამოვარდნის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"რთულია, "ბარსელონა" თასიდან გამოვარდა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბილბაოს "ატლეტიკთან", უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებულები დავრჩებით. პოზიტიური ფაქტები წაგების შემდეგაც უნდა აღვნიშნოთ." - ციტირებს პიკეს Mundo Deportivo.

პიკემ ასევე მესისა და აბიდალის კონფლიქტზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, ორივე მათგანმა იცის, რა გააკეთა სწორად და რა - არა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ერთმანეთს სიბინძურეები არ უნდა ვესროლოთ. ეს არაეფექტურია და პროგრესში არ გვეხმარება. ჩვენ ფოკუსირება
თამაშზე უნდა მოვახდინოთ."

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკთან" კოპა დელ რეის 1/4-ფინალში მარცხი განიცადა. "ბილბაომ" კატალონიურ გრანდს 1:0 სძლია. კოპას ასევე მადრიდის "რეალი" გამოეთიშა, რომელიც საკუთარ სტადიონზე "რეალ სოსიედადთან" 4:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული