სენსაცია - "სოსიედადმა" მადრიდში "რეალი" 4:3 დაამარცხა და თასიდან გამოაგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "სოსიედადმა" სტუმრად "რეალს" 4:3 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში 21 წლის ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გახსნა, რომელიც "რეალს" "სოსიედადში" ჰყავს განათხოვრებული და მან გოლი არ აღნიშნა.

ნორვეგიელი "რეალმა" 2015 წელს შეიძინა და შემდეგ სულ იჯარით ჰყავს გაშვებული - "ჰეერენვენში", "ვიტესსა" და ახლა "სოსიედადში".

შესვენების შემდეგ 20 წლის შვედმა ცენტრფორვარდმა ალეკსანდერ ისაკმა 2 წუთში დუბლი შეასრულა. მან ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ჯერ მარსელომ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ მერინომ ისაკის
პასით სამბურთიანი სხვაობა აღადგინა. მერე როდრიგომ და ნაჩომ დალაშქრეს რემიროს კარი და - 3:4.

ამ სეზონში "სამეფო გუნდმა" საკუთარ მოედანზე 15 გოლი გაუშვა და 4 მისმა ყოფილმა და იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელებმა გაუტანეს - ედეგორმა, ბორხა მაიორალმა (ლევანტე), ვილიან ჟოზემ (სოსიედადი) და პაბლო სარაბიამ (პსჟ).

შეწყდა "ბლანკოსის" სამმატჩიანი წაუგებელი სერია, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა და რაც მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანია, პირველად გაუშვა ერთ შეხვედრაში 4 გოლი.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 64 012 მაყურებელი
რეალი - სოსიედადი 3:4
გოლები: 0:1 ედეგორი (22), 0:2 ისაკი (54), 0:3 ისაკი (56), 1:3 მარსელო (59), 1:4 მერინო (69), 2:4 როდრიგო (82), 3:4 ნაჩო (90+3)
გაძევება: გოროსაბელი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 1 /
წილისყრაზე არ მესიამოვნა ბასკების მოწინააღმდეგები, თან ორივესი. სასიამოვნოდ გამაოცეს. მინდა თასი ბასკეთში წავიდეს.
100%
08:13 07-02-2020
0

სიახლეები პოპულარული