"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.
"მესი რონალდო არ არის. ფიზიკურად მასსავით მანქანა არ არის. რონალდო მონსტრია, მესის კი, რომელიც 32 წლისაა, ყველაზე მაღალ დონეზე სათამაშოდ 1 ან 2 წელი დარჩა.
"ბარსაში" შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად თამაშის მიუხედავად, ლეოს ის სისწრაფე და დრიბლინგი აღარ ექნება. დარწმუნებული ვარ, მას ესმის, რომ დასასრული არც ისე შორს არის.
სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ინგლისის ინტენსიური ჩემპიონატი მესისთვის შესაფერისი იყოს. ლეოს არ უყვარს, როდესაც მჭიდროდ მეურვეობენ, ებრძვიან. ესპანეთში მას უფრთხილდებიან.
ინგლისელი ფანებისთვის სასიამოვნო
იქნებოდა მისი პრემიერლიგაში გადასვლა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ 32 ან 33 წლის მესის "მანჩესტერ სიტის" მსგავსმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმოს. თუ "სიტის" მისი შეძენა სურდა, ეს ორიოდ წლის წინ უნდა გაეკეთებინა", - განუცხადა პეტიმ Paddy Power-ს.