მესის 3 საგოლე გადაცემა, 2 გაძევება და "ბარსამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 თებერვალს, ლა ლიგის 23-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე 3:2 მოუგო "ბეტისს".

პირველ ტაიმში "აჭრილი თამაში" იყო და "ბარსას" ძალიან გაუმართლა, რომ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ანგრიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი კატალონიური გუნდი უპირატესობას დაეუფლა და ლანგლემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მესიმ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თამაშობს გუნდზე და არა გუნდი მასზე - ბოლო 4 მატჩში მის ანგარიშზე 6 საგოლე პასია. სულ კი მიმდინარე ჩემპიონატზე 14 გოლი და 11 პასი მიითვალა.

"ბარსელონა" 49 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ
"რეალს" 3 ქულით ჩამორჩება და 15 თებერვალს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 54 526 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0 კანალესი (6, პენ), 1:1 დე იონგი (9), 2:1 ფეკირი (26), 2:2 ბუსკეტსი (45+3), 2:3 ლანგლე (72)
გაძევება: ფეკირი (76), ლანგლე (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
მესი თუ როლანდო? არის რამე გაურკვეველი?
zura
11:07 10-02-2020
1
ლაშა ძმაო ტყუილი წერია ამ სტატიაში? ლეო რომ უმაგრეს და უზუსტეს პასებს აკეთბს რა პირველად ხედავ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული