ყოფილმა მსაჯმა ხუან ანდუხარ ოლივერმა "ბეტისისა" და "ბარსელონას" მატჩის (2:3) დასასრულს მასპინძელთა კარში არდანიშნულ პენალტზე გააკეთა კომენტარი, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასული ლეო მესი მარკ ბარტრამ შეაჩერა, მსაჯმა ხუან მარია სანჩესმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
"უბრალოდ წარმოუდგენელია, რატომ არ დადო არბიტრმა ნაღდი თერთმეტმეტრიანი; ხომ ცხადი იყო, რომ მცველმა მეტოქე ხელით დაიჭირა.
შესაძლოა, მან მომენტი ვერ დაინახა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ვიდეოგამეორება უნდა გამოიყენონ", - ციტირებს ანდუხარს "მარკა".