15 თებერვალს, ლა ლიგას 24-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მესამეადგილოსანი "ხეტაფე" 2:1 დაამარცხა.
"ბარსელონა" "რეალს" დაეწია, მაგრამ "სამეფო გუნდი" 16 თებერვალს "სელტას" მასპინძლობს და ლიდერობის დაბრუნება შეუძლია.
რაც კიკე სეტიენი ჩაუდგა სათავეში, "ბარსამ" ჩემპიონატზე 5-დან 4 მატჩი მოიგო.
22-ე წუთზე საზარდულის ტრავმა მიიღო "ბარსელონას" მცველმა ჟორდი ალბამ და ხუნიორ ფირპომ შეცვალა.
ლეო მესიმ "ბარსას" უკანასკნელი 8 გოლიდან 7-ში მიიღო მონაწილეობა.
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 89 409 მაყურებელი
ბარსელონა - ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (33), 2:0 სერხი რობერტო (39), 2:1 ანხელი (66)