მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ედენ აზარი ტრავმის გამო, სულ მცირე, 3 თვეს გამოტოვებს.
ამის შესახებ ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა.
"ჩვენ ძალიან გვწყინს, იმიტომ, რომ ეს ტრავმა აზარს მწყობრიდან, სულ მცირე, 3 თვეს გამოიყვანს. ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ედენია, სულ უნდა თამაშობდეს. "რეალის" სამედიცინო შტაბთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ფეხბურთელზე ვღელავთ." - ციტირებს მარტინესს ESPN.
შეგახსენებთ, აზარმა ტრავმა "ლევანტესთან" მატჩში მიიღო. ის შეხვედრა მადრიდის "რეალმა" 1:0 წააგო.