"რეალი" ვან დეიკისთვის 180 მილიონს ჩამოდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" მზად არის, "ლივერპულს" 180 მილიონი ევრო ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერში შესთავაზოს. ინფორმაციას goal.com-ი Don Balon-ის წყაროს მეშვეობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალს" ვან დეიკის მოყვანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა. როგორც ცნობილია, შეთავაზებული წინადადების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვან დეიკი მიიღებს.

"ლივერპულმა" ვირჯილი 2018 წლის იანვარში 84.65 მილიონ ევროდ შეიძინა. 2019/20 სეზონში მცველმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიიწერა. ასევე, ვან დეიკმა "ოქროს ბურთზე" ბრძოლაში მეორე ადგილი აიღო და პირველობა კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ
ლიონელ მესის დაუთმო. Transfermarkt.com-ი მცველს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული