![](https://sportall.ge/pictures/image5/28b0350dd7666c5b3f714e3d16d8ddf8.jpg)
ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზონის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კატალონიური "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.
გასულ თვეში ფეხბურთის 32 წლის ლეგენდამ "ლა ლიგის" 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლს+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, "ბეტისთან" - 3, "ხეტაფესთან" კი - 1. თებერვლის ბოლო მატჩში მესიმ "ეიბარს" 4 გოლი გაუტანა.
"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში მესიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ბარსელონამ" 55 ქულა დააგროვა და
ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.