"მიფურთხებია... მესი ფენომენალური აღარ არის" - არგენტინის ყოფილი მეკარე

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო ორლანდო გატი კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელზე, ლიონელ მესიზე საუბრობს.

"მიფურთხებია, არგენტინაში გამაკრიტიკებენ თუ არა. მესი ფენომენი აღარ არის. მას არასწორედ ექცეოდნენ, როცა ასე აამაღლეს. ის მიეჩვია ამ ფაქტს და ახლა მოედანზე უბრალოდ დადის. მან უკეთ უნდა ითამაშოს. როცა შენთან ერთად მესი თამაშობს, გუნდელები ბურთს ყოველთვის მას აძლევენ. ზუსტად ასე იყო მარადონას და პელეს შემთხვევაშიც. მსგავსი დამოკიდებულება კი გუნდს აფუჭებს." - ციტირებს გატის goal.com.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 23 გოლი და
16 შედეგიანი გადაცემა მიიწერა. 

alt"ლა ლიგას" თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს

altტიაგო სილვას "ბარსელონაში" გადასვლა და მესისთან თამაში მოუნდა

მკითხველის კომენტარები / 20 /
კი არ გააფრინა სიმართლეს ამბობს ამიტომაც ვერ იგებს ნაკრები ვერაფერს და ბარსა ლიგას
და
13:30 07-03-2020
20
ვინ არის უგო გატი?არგენტინის ნაკრების მეკარე,რომელსაც უნდა ეთამაშა 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ლუის მენოტიმ,რამდენიმე სხვა ვეტერანთან ერთად,ნაკრებიდან ამოაგდო წრეს გადასული ამბიციების გამო.ნაკრები ჩემპიონი გახდა,ეს კი ენას მაინც ვერ აჩერებს.მთელმა მსოფლიომ იცის,რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია,ყელამდე კორუფციაშია ჩაფლული.ნაკრების მომზადების ნაცვლად,კომერციულ მატჩებზე დაათრევდნენ,ფულს შოულობდნენ და ფეხებზე ეკიდათ,როგორ გამოვიდოდა ნაკრები.მერე კი მესი და სხვა დანარჩენები იყვნენ დამნაშავეები.ერთი ნორმალური მწვრთნელი არ აღირსეს ნაკრებს და ყველაფერი მესის აჰკიდეს.დამნაშავეც ის იყო ყველაფერში.მესი,მესია,მაგრამ როცა ყველას გასაკეთებელს შენ დაგავალებენ,ამას ამ ქვეყნად ვერავინ შესძლებს.ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი.თქვენ რა,მართლაც უცხოპლანეტელი გგონიათ?მასაც აქვს ტრავმები,სულიერი განცდები და ნერვები.როცა ხედავ რომ გუნდის პრეზიდენტი,გუნდის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს,რა გული და ნერვები შეგრჩება?როგორღა ივარჯიშებ და როგორღა იბრძოლებ?როცა მთავარსარდალი გღალატობს,ჯარი,თუნდაც მასში ყველა გმირი იყოს,ომს ვერ მოიგებს.განწირულია მარცხისათვის.ჩვენც გვაქვს 2008 წლის ომის გამოცდილება.მარცხის მთელი სიმძიმე კი,ჯარისკაცების ზურგზე და სისხლზე წვება,თავისი ფსიქოლოგიური შედეგებით.რეალიც მაგრად არის ჩავარდნილი და ლა ლიგაში კიდევ შეიძლება,ჩემპიონობის შანსი ჰქონდეს ბარსელონას,მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე,მისი თამაშის შემხედვარეს,არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.გამოსავალი ალბათ ბარტომეუს გადაყენებაა,მაგრამ გადადგება?
სოსო
09:26 09-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული