"ბარსელონამ" ძლივს მოიგო - გულშემატკივრები ბარტომეუს გადადგომას მოითხოვენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 27-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა.

81-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ხელზე მცველ ლე ნორმანს მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მესიმ გამოიყენა. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ალბამ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი არ ჩაუთვალა.

მესიმ კარიერაში პირველად მიიღო ზედიზედ 3 მატჩში ყვითელი ბარათი, გულშემატკივრები კი კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

"ბარსელონა" 58 ქულით პირველ ადგილზეა, "რეალს" 2 ქულით უსწრებს, მაგრამ მადრიდელებმა თუ ხვალ სევილიაში "ბეტისს" სძლიეს, ლიდერობას დაიბრუნებენ.

მესიმ
პრიმერაზე 66-დან 55 პენალტი გაიტანა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 77 035 მაყურებელი
ბარსელონა - სოსიედადი 1:0
გოლი: მესი (81, პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძლივს მოუგო კიარა მსაჯმა აჩუქა იმენნა.
misho
13:49 08-03-2020
4
მსჯამა მოუგო გეთანხმები...მესი კი ამბოლოდროს ძალიან უხეშობს და ინდობენ აშკარად...
აკაკი
14:25 08-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული