"არსენალი" და "ბარსელონა" ობამეიანგის ტრანსფერზე ვაჭრობენ

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.

კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ ფორვარდში "არსენალი" 55 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსა" კი თანხის დაკლებას იმედოვნებს.

კატალონიური კლუბი იანვარში ფეხბურთელის თაობაზე "მეთოფეებს" დაუკავშირდა, მაგრამ უარი მიიღო.

თუ "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, ობამეიანგი გუნდში არ გაჩერდება და ნებისმიერ შემთხვევაში მისი გაყიდვა მოუწევთ.

30 წლის ობამეიანგმა ამ სეზონში პრემიერლიგის 26 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული