ნეიმარმა "ბარსელონას" შეატყობინა, რომ დაბრუნება უნდა

AutoSharing Option
რომ გარბოდა, სად გარბოდა?!.

პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვამ "ბარსას" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ბრაზილიელს აუცილებლად უნდა მათ გუნდში დაბრუნება.

ამისათვის ნეი მზადაა ზაფხულში პარიზული კლუბის ხელმძღვანელობაზე საჭირო ზეწოლა განახორციელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფორვარდი პარიზის დატოვებაზე ოცნებობს და სურს კარიერის საუკეთესო წლები მესისთან გაატაროს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ნეიმარს უფლება აქვს ფიფას რეგლამენტის ნომერ 17 პუნქტით ისარგებლოს, რომლის მიხედვით 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტი გაწყვიტოს, თუ კლუბში 3 სეზონი ჩაატარა.

თუმცა, ამ
წესით "ბარსას" არ უნდა ისარგებლოს.

პსჟ-მა ლეგიონერებს კორონავირუსის გამო საფრანგეთის დატოვების უფლება მისცა და ნეიმარი ტიაგო სილვასთან ერთად სამშობლოში გაემგზავრა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდი ნეი. ცხოვრებაში ყველას მოგვდის შეცდომა, უცოდველები არავინ ვართ.
ვაკო
11:16 22-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული