"ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასს 70%-ით შეიმცირებენ და თანამშრომლებს დაეხმარებიან

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ სოციალური ქსელით გამოაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ფეხბურთელები ხელფასებს შეიმცირებენ და კლუბის პერსონალსაც დაეხმარებიან.

"როდესაც კლუბი ითხოვს, ფეხბურთელები პირველები უნდა დავეხმაროთ. ეს პირადი ინიციატივით არაერთხელ გაგვიკეთებია.

მოვიდა დრო, გამოვაცხადოთ, რომ ანაზღაურების 70%-ით შემცირების გარდა, შენატანებს გავაკეთებთ, რათა კლუბის თანამშრომლებმა ხელფასი 100%-ით აიღონ.

ამაზე აქამდე იმიტომ არ გვისაუბრია, რომ პრიორიტეტული რეალური გადაწყვეტილებების მიღება იყო, რომლებიც კლუბს და დაზარალებულებს დაეხმარებოდა".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ბარსამ" თანამშრომლებს სამუშაო დღე და შესაბამისად, გასამრჯელო შეუმცირა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული