კორონავირუსის გამო "ბარსელონა" შეიძლება გაკოტრდეს?

AutoSharing Option
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება

ცხადია, კორონავირუსის გამო საფეხბურთო კლუბები დიდ ფინანსურ ზარალს ნახავენ და მისი პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია, ვინაიდან არავინ იცის, ეპიდემია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება. კლუბებმა უკვე დაიწყეს ქამრების შემოჭერა. მაგალითად, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ თანამშრომლებს სამუშაო დღე და პროპორციულად ანაზღაურება შეუმცირა, ფეხბურთელებს კი შეიძლება გასამრჯელო 70%-ით შეუმცირონ და ა.შ.

"ელ პაისის" ცნობით, ევროპის კლუბების ასოციაციის კრებაზე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი კლუბის ტოპ-მენეჯერმა შემდეგი განაცხადა:"თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება, "ბარსელონა" პირველი დიდი კლუბია, რომელსაც გაბანკროტება ემუქრება".

შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი კატალონიური
კლუბის ხელმძღვანელობა. ისინი თვლიან, რომ რეცესიის (ეკონომიკის არაკრიტიკულად ვარდნა) შედეგად 140 მილიონ ევროს იზარალებენ.

"ბარსას" პრობლემები გამოწვეულია კლუბის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ინგლისური და იტალიური კლუბებისგან განსხვავებით, "ბარსა" არაკომერციული ორგანიზაციაა და არ შეუძლია, მაგალითად, აქციები გამოუშვას.

არ გვინდა პესიმისტები ვიყოთ, თუმცა, აშკარაა, კრიზისი ყველა კლუბს შეეხება, საერთოდ ფეხბურთს და სპორტს ვინღა ჩივის, არავინ უწყის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსელონას და რეალის დედაც მო....ნ, ნუ გდაუხადან მილონებს ფეხბურთელებს და არ გაკოტრდებიან, ან რაში უხდიან მაგათი დედებს შევ..ი.
გიორგი
11:11 28-03-2020
7
შენ მაგის იმედი გქონდეს რომ ბარსა გაკოტრდება და მსაჯრიდის რეალი იბოგინებს.შენ ფეხბურთის ისე გაგეგება,როგორც მე ჩინური ენის.
აოიეეე
11:00 28-03-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული