ფეხბურთი კატასტროფის წინაშე - "ბარსელონასთვის" მეგატრანსფერები დასრულდა, ალბათ, სხვებისთვისაც

AutoSharing Option
კორონავირუსი ფეხბურთზე და, მარტო ფეხბურთს ვინღა ჩივის, მსოფლიოს ეკონომიკაზე უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ევროპის ფეხბურთის ფედერაციების განცხადებები, რომ ამა თუ იმ თვესა და რიცხვში განაახლებენ სეზონს, მხოლოდ მარჩიელობაა, რადგან არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია.

სეზონი რომც განახლდეს, მაინც მძიმე შედეგები იქნება, რამეთუ დიდი ალბათობით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება და ეს კლუბებს ძალიან დააზარალებს. ასე რომ, ხელფასების შემცირება და ქამრების შემოჭერა ევროგრანდებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ, ხოლო ღარიბი კლუბები კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან. ასეთია სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ESPN-ის ცნობით,
"ბარსელონა" სატრანსფერო სტრატეგიის შეცვლას აპირებს, ვინაიდან ვეღარ მოახერხებს ძვირად ღირებული ფეხბურთელების შეძენას და საფეხბურთო ბაზარს აქედანვე სწავლობს - ეძებს ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან ან კონტრაქტები ერთი წლის შემდეგ უმთავრდებათ. პირველებს ხელში მუქთად ჩაიგდებენ, მეორეებს კი - იაფად.

და ეს მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსის მერე ფეხბურთი სულ სხვაგვარი დაგვიბრუნდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
იქნება და მსოფლიო ფეხბურთმა იხეიროს კიდეც ამით, თორემ 2-3 ელიტურ კლუბსა და დანარჩენ გუნდებს შორის კატასტროფული სხვაობაა. ეროვნულმა ჩემპიონატებმა აზრი დაკარგა. სიის შუაში არსებული გუნდები (რომ არ ვთქვათ სიის ბოლოზე), ფაქტობრივად, მსოფლიო ნაკრებებს ეჯახებიან, ეროვნული ჩემპიონები დასაწყისიდანვე ცნობილია ხოლმე.
0
ძალიანაც კარგი,ნამეტანი ფულის ხარჯვა იყო, ფულის გამო გათავხედნენ მდიდარი კლუბები და ითხოვდნენ სუპერ ლიგას, ეხლა ცოტა ტ...ს დააყენებენ
zvio
20:49 03-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული