კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა უარყო, რომ გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი უარს ამბობდა ხელფასის შემცირებაზე.
"მტკივნეულია, როცა ხალხი ასეთ რაღაცას განიხილავს, იმიტომ, რომ ჩვენ პირველები ვიყავით, ვისაც გვინდოდა, თანხმობისთვის მიგვეღწია, რამდენადაც ვიცით, კლუბს რა ცუდი პერიოდი უდგას. არავის უთქვამს უარი ხელფასის შემცირებაზე. კლუბსა და ფეხბურთელებს შორის შეთანხმება შედგა. კაპიტნები საუბრობდნენ პრეზიდენტთან და წინააღმდეგი არავინ ყოფილა." - ციტირებს სუარესს Goal.com-ი.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ბარსელონამ" ფეხბურთელებს ხელფასის შემცირების თხოვნით მიმართა, ნაწილმა კი უარი განაცხადა.