კემპესი - ლაუტაროს "ბარსელონას" ვარიანტზე: ასეთი მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ გაივლის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონმა მარიო კემპესმა "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ორიოდ წელიწადში ლაუტარომ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი "ცხრიანია" - როგორც "ინტერში", ასევე არგენტინის ნაკრებში.

რაც შეხება "ბარსას", ვთვლი, რომ ასეთი მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ გაივლის. "ინტერი" მსოფლიოში აღიარებული დიდებული გუნდია, მაგრამ "ბარსელონა" სრულიად სხვაა.

მესი ჩინებულია. თუ ლაუტარო "ინტერში" დარჩება, სათამაშო პრაქტიკის მიღებას გააგრძელებს. თუ "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, "ინტერი" დიდი ფულის სანაცვლოდ შეელევა", - გაუზიარა მოსაზრება კემპესმა Tutto Mercato Web-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული