კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ არაა დარწმუნებული ესპანეთის ჩემპიონატის განახლებაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით შეჩერდა.
"ჩვენ შეგვიძლია ვარჯიშები დავიწყოთ, ავარიდოთ თავი პარტნიორებთან კონტაქტსა და კორონავირუსთან ბრძოლის პირობები დავიცვათ. საჭირო იქნება შხაპი სახლში მივიღოთ და არა სავარჯიშო აბაზანაში. ახალი ჩვევები უნდა გამოვიმუშავოთ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ გაგრძელება ძალიან რთული იქნება", - განუცხადა სერხიომ Goal.com-ს.
შეგახსენებთ, ლა ლიგა, ისევე, როგორც სპორტული ღონისძიებების აბსოლუტური უმრავლესობა, დროებით შეჩერებულია.
ჩემპიონატის გაგრძელება რთული იქნება" style="height: 50px; width: 50px;" />ქვეყანაში, სადაც "კორონავირუსი" აკრძალულია, ჩემპიონატი ახლდება