Marca-მ დათვალა რამდენს იზარალებს "ბარსელონა" თუ მატჩებს ხალხი ვერ დაესწრება

AutoSharing Option
მადრიდულმა გაზეთმა Marca-მ კატალონიის "ბარსელონას" ზარალი დათვალა, რომელიც გუნდს იმ შემთხვევაში მიადგება, თუ სეზონის დარჩენილ მატჩებს გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებენ. 

კატალონიელებს "კამპ ნოუზე" 5 ჩასატარებელი მატჩი დარჩათ. თითოეული თამაშიდან, სადაც ხალხის დასწრება ვერ მოხერხდება, გუნდი 3.3 მილიონ ევროს მხოლოდ არარეალიზებული ბილეთების გამო დაკარგავს, ხოლო ჯამური დანაკარგები დაახლობეით 20-დან 25 მილიონ ევრომდე იმერყევებს. 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გუნდმა სეზონური აბონიმენტის მფლობელებს ფული უკან უნდა დაუბრონოს. 


alt"ბარსელონამ" "ევერტონს" კოუტინიოს შეძენა შესთავაზა

alt6 წლის წინ ბეილმა "რეალს" ფინალი მოაგებინა, ბარტრას კარიერა კი

"დაასამარა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც წესი, დიდი კლუბების წლიურ შემოსავლებში, ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულ თანხებს ყველაზე ნაკლები ხვედრითი წონა გააჩნიათ (სადღაც 10%, არაუმეტეს 15%). მთავარი მანდ ტელეტრანსლაციებიდან მიღებული თანხებია, აგრეთვე სპონსორების და სარეკლამო შემოსავლები. ასე რომ, "მარკა"-ს სტატია "ბარსელონა"-ს ზარალზე აშკარად გაზვიადებულია (ცნობისათვის, ეგ გამოცემა მადრიდულია და სამეფო გუნდის მხარდამჭერია)
სიმართლე
16:34 20-04-2020
1
არაფერ წაგებას არ ნახავს. როდის იყო მაყურებელი ინახავდა გუნდს. აი,თუ ტოტალიზატორები დაიკეტა,მერე ნახეთ წაგება.
გრიგოლ1408
23:35 19-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული