"ბარსელონას" ექსპრეზიდენტი: ციხეში პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ციხეში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"მახსოვს, პირველ დღეს ოთხი პრეზერვატივი და ოთხი ვაზელინი მომცეს. ამან ცოტა შემაშფოთა. ციხეში გატარებული ყველაზე რთული დღე? როდესაც გათავისუფლების თხოვნაზე უარი მითხრეს. ეს 13-ჯერ მოხდა.

ვფიქრობ, ციხეში გავძლიერდი. იქ შინაგანად ან კვდები, ან ძლიერდები. ჩემი მეუღლე მარტა მეხმარებოდა. ასევე - მშობლები, ძმები და მეგობრები", - განუცხადა როსელმა "მუნდო დეპორტივოს".

როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაპატიმრებული, ციხეში 643 დღე გაატარა, შემდეგ კი გაამართლეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია არ დაგჭირდა
შაკო
00:05 22-04-2020
0
ვაზელინზე კარგს რას მოგცემდნენ:))
L.J.
20:37 20-04-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული