sky sports-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი "ბარსელონა" საკუთარი საშინაო არენის სახელის უფლებას 1 წლის ვადით გაყიდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბში კორონავირუსთან საბრძოლველად მიიღეს - შემოსული თანხები პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს მოხმარდება.
ამგვარად, სავსებით რეალურია, მომავალ სეზონში "ნოუ კამპს" ახალი სახელი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, არენა ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონია.