"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელებით აღფრთოვანებული არ არის.
"ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ვერავინ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, რათა რომელიმე მათგანი ძირითად შემადგენლობაში ვინმეს ნაცვლად დამეყენებინა. ეს პრობლემაა.
ჩვენს აკადემიაში ეჭვი არ მეპარება. როდესაც ვხედავდი, რომ ახალგაზრდა იმსახურებდა, შანსს ყოველთვის ვაძლევდი. მე თვითონ კანტერიდან მოვედი და ამ სისტემის მიმდევარი ვარ", - დაიჩივლა სეტიენმა Onda Cero-სთან.
სეტიენი "ბარსას" 2020 წლის 13 იანვარში ჩაუდგა სათავეში. მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.