"ბარსელონა" ლაუტაროს სანაცვლოდ "ინტერს" სხვადასხვა ფეხბურთელს სთავაზობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ძალიან უნდა "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის გადაბირება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი კონტრაქტის გამოსასყიდად 111 მილიონი ევრო არა აქვს. ამიტომ მილანურ კლუბს ტრანსფერში სხვადასხვა ფეხბურთელის ჩართვას სთავაზობს, - იტყობინება Sky Sports-ი.

"ბარსამ" პირველად ნელსონ სემედო და ხუნიორ ფირპო შესთავაზა, შემდეგ სემედო და "ბეტისში" განათხოვრებული კარლეს ალენია, თუმცა "ნერაძურიმ" ორივე ვარიანტზე უარი უთხრა.

"ინტერს" სურს, ლაუტაროში არტური გაუცვალოს და თან გარკვეული თანხაც მიიღოს, რაც "ბარსელონას" არ აწყობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული