"ბარსელონა" ახლოს იყო "ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ მოლაპარაკება შეაჩერა.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო "ბარსა" ამ ეტაპზე მის შეძენას ვერ მოახერხებს. მით უმეტეს, "ინტერი" მთელი თანხის ერთი კვირის განმავლობაში გადახდას მოითხოვს.
უცნობია, განახლდება თუ არა მოლაპარაკება. ცნობისათვის, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 111 მილიონი ევროა.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ლაუტაროს სამსახურით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ლაუტაროს სამსახურით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.
"ინტერმა" "ბარსელონას" ლაუტარო-გრიზმანის გაცვლა შესთავაზა [PHOTO]
კემპესი - ლაუტაროს "ბარსელონას" ვარიანტზე: ასეთი მატარებელი ცხოვრებაში ერთხელ გაივლის