Cadena Ser-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც საფეხბურთო სეზონი შეჩერებამდე მიიყვანა და შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" 300-400 მილიონი ევროს ფარგლებში ზარალს ნახავენ.
ესპანეთის ლა ლიგის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრისთვის "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" 50 მილიონ ევროზე მეტს მარტო ბილეთების ვერგაყიდვით დაკარგავენ.
თუ მიმდინარე გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მთელი მომდევნო სეზონი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ესპანური ფეხბურთის ზარალი 1,6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. 300 მილიონ ევროს კი კლუბები სპონსორებთან ვალდებულებების ვერშესრულების გამო დაკარგავენ.
წყაროს ცნობით, სცენარის ცუდად განვითარების შემთხვევაში, კლუბების გარკვეული
ოდენობა არსებობას შეწყვეტს.
გონიერმა სპორტსმენმა საყოველთაო იზოლაციის პერიოდი სასურველია ახალი ცოდნის მისაღებად და თვითშემეცნების გასაღრმავებლად გამოიყენოს, რათა გახდეს საუკეთესო.