Cadena Ser: კლუბები გაქრება, "ბარსასა" და "რეალს" უდიდესი ზარალი ექნებათ

AutoSharing Option
Cadena Ser-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც საფეხბურთო სეზონი შეჩერებამდე მიიყვანა და შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" 300-400 მილიონი ევროს ფარგლებში ზარალს ნახავენ.

ესპანეთის ლა ლიგის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრისთვის "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" 50 მილიონ ევროზე მეტს მარტო ბილეთების ვერგაყიდვით დაკარგავენ.

თუ მიმდინარე გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მთელი მომდევნო სეზონი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ესპანური ფეხბურთის ზარალი 1,6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. 300 მილიონ ევროს კი კლუბები სპონსორებთან ვალდებულებების ვერშესრულების გამო დაკარგავენ.

წყაროს ცნობით, სცენარის ცუდად განვითარების შემთხვევაში, კლუბების გარკვეული
ოდენობა არსებობას შეწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ისე ძალიან გადაიბიზნესეს. საცოდაობაა ამდენი დაავადებული ბავშვია და ამათ სანახაობის გამო ამხელა ხელფასები აქვთ. ლიმიტირება თუ არ მოხდა ფინანსების აცდენილია ყველაფერი რეალობას.
David
12:09 28-04-2020
0
ფეხბურთი ყველას გვიყვარს, მარა არ ამ ფასად. ასეთ გიჟურ ფასებს ფეხბურთელებში ერთმანეთის ჯობნას ეძახიან. იქნებ ის დრო ჯობდა როდესაც 2-3 უცხო ფეხბურთელი იყო დაშვებული? ფაქტია რაღაც შეზღუდვები აუვცილებელია ფეხბურთში.
G.LA
12:34 28-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული