ტებასი: ჩემპიონატის დასრულებით საფრანგეთმა წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი საფრანგეთის ჩემპიონატის ვადამდე დასრულებამ აღაშფოთა.

"ლა ლიგის პროტოკოლის დაცვით, უმაყურებლოდ თამაში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფაბრიკაში მუშაობა. კონტროლირებადი და უსაფრთხო ეკონომიკური მოღვაწეობა აღორძინებისათვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური სექტორები შეიძლება გაქრნენ. ეს შეიძლება პროფესიულ ფეხბურთსაც დაემართოს.

27 მაისს ჩასატარებელი აღმასრულებელი კომიტეტის კრებამდე გეგმების წარსადგენად კიდევ არის დრო. სეზონის განახლება ივნისის ბოლომდე შესაძლებელია. საფრანგეთმა წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა. ევროპაში, ესპანეთის გარდა, სხვა ქვეყნებშიც აპირებენ თამაშს. ისინი ღონისძიებების განახლებას იწყებენ. მაგალითად, გერმანია", - განუცხადა ტებასმა AS-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული