ფული არ გვაქვს, ფეხბურთელები წაიყვანეთ - "ბარსელონა" ლაუტაროს მოყვანას ყველა გზით ცდილობს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს მილანის "ინტერის" არგენტინელი ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის გუნდში მოყვანას.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კატალონიურ გრანდს კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსების სერიოზული ეკონომია უწევს, რის გამოც ახალი ფეხბურთელების ყიდვას ვერ ახერხებს. თუმცა ესპანელებმა გადაწყვიტეს, ერთ ტრანსფერზე თავიანთი ფეხბურთელების უხვი რაოდენობა გამოიყენონ. მაგალითად, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა "ინტერს" ლაუტაროში ნელსონ სემედუ, არტურო ვიდალი და ხუნიორ ფირპო შესთავაზეს.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, "ინტერმა" მარტინესის ფასი 111 მილიონი ევროდან 90 მილიონ ევრომდე ჩამოსწია, თუმცა "ბარსელონას" შემთხვევაში სურს, რომ 1 წლით ანტუან გრიზმანი
იჯარის წესით წაიყვანოს, ხოლო ვიდალი - ტრანსფერით და, რა თქმა უნდა, არგენტინელში 90 მილიონიც მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული