"მონაკოს" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა "რეალის" მეკარის, ტიბო კურტუას ნათქვამზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, კურტუამ განაცხადა, რომ თუ სეზონი არ განახლდა, "ბარსა" ჩემპიონად არ უნდა გამოაცხადონ.
"ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს. "მონაკოს" ევროტურნირებზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა. თუ პრიმერას საფრანგეთის ჩემპიონატის მსგავსად ვადამდე დაასრულებენ, მაშინ "ბარსელონა" ნამდვილი ჩემპიონი იქნება.
ტურნირებს იმიტომ კი არ ასრულებენ, რომ ეს ყველას მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ამის იგნორირება არ შეიძლება.
ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დასრულებულია და თამაში აღარ შეიძლება. ძალიან გაგვიკვირდა. მატჩები კარგა ხანია არ გამართულა და შეიძლებოდა
ფეხბურთელებს სულელური ტრავმები მიეღოთ.
არც კი მახსოვს, უკანასკნელად როდის არ ვივარჯიშე 6 კვირის განმავლობაში. ალბათ, 15 წლის როდესაც ვიყავი", - განაცხადა ფაბრეგასმა TVE-სთან ინტერვიუში.