მატჩები ყოველდღე - ლა ლიგაში განახლების გეგმაზე ისაუბრეს

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერებული სეზონის განახლების ფორმაზე ისაუბრა.

ლა ლიგის შეხვედრები 35 დღის განმავლობაში ყოველდღე ჩატარდება. შეხვედრების დაწყებამდე 24 საათით ადრე ყველა ფეხბურთელს გაუკეთებენ ტესტს COVID-19-ზე.

დაინფიცირების ყველაზე დაბალი ალბათობა მატჩის მიმდინარეობისას იქნება. მე მკაცრად მოვითხოვ უსაფრთხოების ზომების დაცვას, რათა დაინფირებულთა რაოდენობა რაც შეიძლება მცირე იყოს.

ჩვენ სრულად გავაკონტროლებთ ფეხბურთელებს. მათგან სახლში ყოფნისას პროტოკოლის ზედმიწევნით მიყოლას მოვითხოვთ", - აღნიშნა ტებასმა.

ლა ლიგაში უკვე განაცხადეს, რომ სეზონი, შესაძლოა, 12 ივნისს განახლდეს. ლიგამ 2500 ტესტი ჩაატარა კორონავირუსზე
და დადებითი პასუხი მხოლოდ 8 შემთხვევაში იყო.

შეგახსენებთ, რომ  ესპანეთის ჩემპიონატი 27-ე ტურის შემდეგ შეჩერდა. შესაბამისად, 35 დღის განმავლობაში კლუბებს 11 მატჩის ჩატარება მოუწევთ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვეულებრივ რო მიმდინარეობდეს ჩემპიონატი და უცბად რო მოისურვოს ფედერაციამ ეხლა რა გრაფიკსაც ირჩევენ მაშინაც არ იქნებიან მზად გუნდები და 3 თვე უთამაშებელები მითუმეტეს თან გინდა არ გინდა ამხანაგურიც თამაშებიც საჭიროა ფორმისთვის ვარჯიში ბაზაზე ბოლომდე მაინც არ არის საკმარისი მარა სანამ ესენი ფორმაში შევლენ კი მორჩება ჩემპიონატი :D
ნოდო
22:29 11-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული