"ლა ლიგის" განახლების შემდეგ პირველ მატჩს მხოლოდ ესპანეთში აჩვენებენ

AutoSharing Option
"ლა ლიგის" პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა შეჯიბრების განახლების თარიღი დაასახელა და თქვა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი არა 8 ივნისს, არამედ 1-ელ ივნისს დაბრუნდება.

"ყოველ ორშაბათს ესპანეთში ზომების შემცირებები ხდება და ამიტომ იქნა დასახელებული 8 ივნისი. თუმცა ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებს და ისე დავიწყოთ ჩემპიონატი.

ეს ყველაფერი უნდა ეხებოდეს გუნდების საწვრთნელ პროცესსაც. დიდი ალბათობით, ესპანეთის ჩემპიონატი ხუთშაბათს, 11 ივნისს განახლდება. ჩვენ კლუბის წარმომადგენლებს შევხვდებით და ყველა წამოჭრილ საკითხს განვიხილავთ.

"ლა ლიგა" თანამშრომლობს ტრანსლაციის უფლებათა მქონე ორგანიზაციებთან და ამ მხრივ
სტრატეგიის შექმნას ვგეგმავთ. ვფიქრობ, 11 ივნისს გამართული პირველი მატჩი სევილიური დერბი იქნება ("სევილია"-"ბეტისი"). ამ შეხვედრას მხოლოდ ესპანეთში აჩვენებენ და ის მიეძღვნება იმ ყველაფერს, რაც გავიარეთ. იმედი მაქვს, ეს სწორედ 11 ივნისს მოხდება. გვსურს, რომ თამაში 21:00 საათზე დაიწყოს", - განაცხადა ტებასმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული